დავით ასათიანის განცხადება

12 იანვარი 2019

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი უზენაესი სასამართლო ფორმირების ირგვლივ წარმართულ პოლემიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

"აუცილებლად მიმაჩნია გამოვეხმაურო სასამართლო სისტემის მმართველი რგოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ თურმეადვოკატთა კორპუსი და ჩემთვის საპატივცემულო სხვა პირთა წრე „ახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევას სასამართლოზე და შედეგის მისაღწევად იყენებენ ყველა დასაშვებ, დაუშვებელ და ბინძურ ხერხს და მეთოდს.“

 

ასეთი განაცხადის აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. სამწუხაროა ის, რომ განცხადების ავტორი და სისტემის სხვა მესვეურნი ვერ იაზრებენ ადვოკატურის როლსა და ადგილს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისა და მის მამართ ესოდენ დაკარგული ნდობის აღდგენის პროცესში და ასეთ მტრულ კონტექსტში განიხილავენ ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს.

 

მსურს ხაზგასმით ვთქვა შემდეგი: სასამართლო სისტემაში არაერთი ღირსეული მოსამართლე საქმიანობს, ხოლო იურიდიულ პროფესიაში არაერთი მაღალი რეპუტაციის პროფესიონალია. ადვოკატთა ასოციაცია ყველა ძალას იხმარს, რომ სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე და ღირსეული ადამიანები მოხვდნენ სასამართლო სისტემის ზემდგომ ორგანოებში და არა ისინი, ვისაც არ გააჩნიათ არც პროფესიული კოლეგიალობა და არც იმის ხედვა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს სისტემა საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად."

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი